სამხრეთ სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები 750 ათასი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება

სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე შეუწყვეტელი საომარი მოქმედებები დაახლეობით 750 ათასი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება – 5 ივლისს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების გამო, რომელიც პროვინცია დაარში მიდის, 320 ათასმა ადამიანმა სახლ-კარი დატოვა, მათ შორის უმეტესობა ქალი, ბავშვი, მოხუცი, ავადმყოფი და დაჭრილია. გაერო და რეგიონში მისი პარტნიორები ადგილობრივებს საკვებით, წყლით და მედიკამენტებით ამარაგებენ.
ამავე დროს, საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესმა კომისარმა ომანს მოუწოდა გახსნას საზღვრები და სირიელი ლტოლვილები მიიღოს. ომანმა 660 ათასი ლტოლვილი უკვე დააბინავა და აცხადებს, რომ მისი შესაძლებლობები ამოწურულია.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან მთა მოწყდა
შემდეგი სტატიაევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ელექტრონული ავტორიზაციის გავლა 7 ევრო ეღირება