სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მაღალჩინოსანი ჯაშუში გაიქცა

სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მაღალჩინოსანი ჯაშუში გაიქცა

ჩრდილოეთ კორეადან სამხრეთში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს პოლკოვნიკი გაიქცა, რომელმაც თავის დროზე ჩრდილოეთ კორეის “ჯაშუშური უწყება” დააარსა. გაქცევა ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა, თუმცა, ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს გახდა ცნობილი – The Independent- ი წერს.

სააგენტო “იონხალის” ცნობით, გაქცეული პოლკოვნიკი ყველაზე მაღალჩინოსანია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ოდესმე გაქცეულან ჩრდილოეთ კორეიდან. მან სეულს უკვე გადასცა ფხენიანზე მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია სამხრეთ კორეასთან მიმართებაში.

8 აპრილს ჩრდილოეთ კორეადან 13-მა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი სამხრეთ კორეაში. ორ კორეას შორის 1953 წელს დასრულებული სოამარი მოქმედების შემდეგ სულ 29 ათასმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი ჩრდილოეთ კორეადან.
28 მარტს ფხენიანმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა შიმშილობისთვის მოემზადონ.

banner
წინა სტატიაშიოცნება იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა და ნაცები არიან კაცისმკვლელები და პიდარასტები
შემდეგი სტატიაეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი