ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი

საქართველოს ხელისუფლებაში რეფერენდუმს იურიდიულად ძალის არ მქონე პროცესად აფასებენ და როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, ცხინვალის რეფერენდუმი ვერაფერს შეცვლის.

„აშკარად ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ვიდრე რაიმე ნების გამოხატვის რაიმე მცდელობა. კიდევაც რომ რაიმე შედეგი მოყვეს ამას, რაც ფაქტობრივად სამართლებრივად არ არსებობს – ჩვენი პარტნიორები იგივე პოზიციაზე დარჩებიან, როგორზეც არიან დღეს. ეს არის არაღიარების პოლიტიკის მკვეთრი მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმს ჩაატარებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა 2 აგვისტომდე რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს – განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა – „ბიბისი“ წერს.
„ეს უახლოეს მომავალში მოხდება, ვგეგმავთ აგვისტომდე“ – თქვა თიბილოვმა.
მისივე განცხადებით, რეფერენდუმზე გაიტანენ საკიხს ე.წ. სახრეთ ოსეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ: „100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი იტყვის „კის“ – განაცხადა თიბილოვმა.
მან გაიხსენა, რომ 1992 და 2006 წლებში ორჯერ ჩატარდა მსგავსი პლებისციტი, თუმცა მისი რეალიზება არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მაღალჩინოსანი ჯაშუში გაიქცა
შემდეგი სტატიაBild: გერმანელი ჟურნალისტი – პუტინს ევროპაში საიდუმლო სპეცრაზმები ყავს