სამხრეთ კალოფორნიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ტყეებს ცეცხლი წაუკიდა

სამხრეთ კალოფორნიაში 51 წლის ფორესტ გორდონ კლარკი დააკავეს. მას ტყეში ცეცხლის გაჩენა ედება ბრალად. ადგილი, სადაც მან ცეცხლი გააჩაღა, სამიდან ერთ-ერთი ეპიცენტრია. ცეცხლის ალი ცამდე ადიოდა, როგორც ბიბლიური ცეცხლი, ამიტომ მას “წმინდა” შეარქვეს – წერს “ბიბისი”.
“წმინდამ” უკვე გაანადგურა ტყის 9,6 ათასი ჰეკტარი. სასამართლომ ეჭვმიტანილის გირაოთი გასათავისუფლებლად უკიდურესად დიდი თანხა – 1 მილიონი დოლარი მოითხოვა.

როგორც ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ, კლარკმა ლოკალურ სახანძრო ბრიგადას ელექტრონული წერილი გაუგზავნა მუქარით. “ეს ადგილი დაიწვება”.

მან დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, ამიტომ, ბრალი წაყენებული აქვს, ასევე, ტერორიზმსა და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევაში.

ტყის ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე ძლიერია – ამბობენ ადგილობრივები. მისი ლოკალიზება, ანუ, ცეცხლის გავრცელების არეალის შეჩერება და არა ჩაქრობა, მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სექტემბრის დასაწყისამდე იბობოქრებს. კალიფორნიის ტყის დეპარტამენტის მონაცემებით, ცეცხლმა უკვე 600 ათასი ჰეკტარი მოიცვა. მეხანძრეები მათგან მხოლოდ 5%-ს აკონტროლებენ. კალიფორნიის ტყეების ჩაქრობაზე სულ 14 ათასი მეხანძრე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისტიქია სამეგრელოში (+ ფოტო და ვიდეო)
შემდეგი სტატიამესი “ბარსელონას” კაპიტანი გახდა