მესი “ბარსელონას” კაპიტანი გახდა

თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი გახდა – კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი. არგენტინელმა კაპიტნის სამკლაური გუნდიდან ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ მიიღო, რომელიც ახლა იაპონიის “ვისელ კობეში” გამოდის.
ვიცე-კაპიტანად სერხიო ბუსკეტსი დაინიშნა. მესამე კაპიტანია ჟერარ პიკე, მეოთხე – სერხი რობერტო.

მესი “ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელია. ჯილდო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კალოფორნიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ტყეებს ცეცხლი წაუკიდა
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა