სამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს – მკვლელობა ტყიბულში

იმერეთში 18 წლის ბიჭმა 40 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ აწამა, შემდეგ კი გააუპატიურა. შემთხვევის დეტალებს, რომელიც გასულ კვირას ტყიბულში მოხდა, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაია ქარქაშაძე, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, იმ დღეს ოჯახის უფროსი თბილისში სამუშაოდ იყოს წასული, მაია კი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა.

„უკვე შებინდებული იყო, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. მეზობლებთან მოიკითხეს, ახლობლებთან დარეკეს, მაგრამ არსად ჩანდა. ამის შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ და დაიწყეს ძებნა. ჩვენც, სამეზობლო, ჩვენი ძალებით ვეძებდით და ბოლოს ღრმა ტყეში ისევ პოლიციამ იპოვა გარდაცვლილი“, – ყვება გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციას იმაზე შემზარავი სურათი დახვდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

„როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. ამ დეტალებს, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს. ცხედარი იმავე დღეს სწორედ ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში გადაასვენეს, დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“, – წერს გამოცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაროგორ იქცევა მთავრობა კატასტროფების დროს – სემინარი ჟურნალისტებისთვის