როგორ იქცევა მთავრობა კატასტროფების დროს – სემინარი ჟურნალისტებისთვის

კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემის კომპონენტებისა და კატასტროფის რისკის შემცირების თაობაზე მედია სემინარი გაიმართა 7-8 ნოემბერს სასტუმრო “ლოპოტარესორტში“.
ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის პოლიტიკისა და პროგრამირების მხარდაჭერის ბიუროს რეგიონულმა მრჩეველმა არმენ გრიგორიანმა გახსნეს.
სემინარის პირველი ნაწილი კრიზისული სიტუაციის მართვის სისტემის კომპონენტების, განსაკუთრებით კატასტროფის რისკის შემცირების თაობაზე მედიის ინფორმირებას დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილი – სიმულაციურ სავარჯიშოს. ჟურნალისტებს თავად მიეცათ საშუალება ჩართულიყვნენ კრიზისის მართვის პროცესში და მიეღოთ გადაწყვეტილებები კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად.
გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს უფროსმა ოფიცერმა ბრიჯიტ ლეონმა ყურადღება გაამახვილა კრიზისის დროს მედიის მიერ ზუსტი ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე, რამაც არუნდა გამოიწვიოს პანიკა მოსახლეობაში. ასევე, ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კატასტროფის რისკის შესამცირებლად უნდა გატარდეს.
კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“ჟურნალისტებს გავაცანით ის ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების დაგეგმვის სფეროში – როგორც საფრთხეების გამოვლენის, ასევე საფრთხეების შედეგების შემცირების მიმართულებით.ვფიქრობ, მედიის წარმომადგენლებმა მათი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. სიმულაციურმა სავარჯიშოებმა კი ნათელი წარმოდგენა შეუქმნა მათ, თუ როგორ ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა კოორდინირებული მუშაობით ამა თუ იმ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავებას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
“ვფიქრობ, რომ სასარგებლო შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან. ასეთი ინტერაქტივის დროს აზრთა სხვადასხვაობა სავსებით ბუნებრივია. თუმცა, რეალობაში მედიის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიზანი საერთოა, ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი ამა თუ იმ პრობლემის ეფექტიანი გადაწყვეტა“, – აღნიშნა ბრიტანეთის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, კრიზისების, რისკებისა და უსაფრთხოების კონსულტანტმა სტიუარტ ჰარისონმა.

„ინფორმაციის სწორი გავრცელება კატასტროფათა მართვისა და მათი რისკის შემცირების კრიტიკული შემადგენელია. ამ მხრივ, მედიასთან თანამშრომლობა და ჟურნალისტების პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი საკითხია. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება მედიის წარმომადგენელთა ინტერესს სემინარის მიმართ, რომელსაც უძღვებიან კატასტროფათა მართვის წამყვანი ექსპერტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში ნინო ანთაძემ.

მედია სემინარს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და გაეროს და ბრიტანეთის საბჭოს მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.
სემინარი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

LEVAN GIRSIASHVILI

12195130_1078913912132757_2349935113466335143_o

12186327_1078913352132813_3231303626551485454_o

12185144_1078913738799441_1412138242299552825_o

STIVENI

banner
წინა სტატიაშისამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს – მკვლელობა ტყიბულში
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა