სამადაშვილი: პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

ენმ-ის თავმჯდომარე 10 ნოემბრის დილით პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, “სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”.

მოგვიანებით მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ “სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ”.

“უამრავი ზარი შემოდის. მედიასთან ვერ შევდივარ კონტაქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მხოლოდ შემიძლია, ჩემი აზრი ვთქვა – პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია.

ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით.

შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა.

თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია, გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში.

ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებით მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს”- აცხადებს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიალალი ალავიძე: ეხლა იკვნიტეთ ჭუჭყიანი ფრჩხილები