ლალი ალავიძე: ეხლა იკვნიტეთ ჭუჭყიანი ფრჩხილები

“მიშას მიერ მიღწეულ შეთანხმებებს აზერბაიჯანთან ვერ აფასებდით, ფაქტიურად იმ ფასში გვაწვდიდა დენს და გაზს რასაც თავის მოსახლეობაზე ყიდის, ეკლესიებს უფასოდ ამარაგებდა. ტრანზოტით ბიუჯეტში შემოგვდიოდა. ვრჩებით ჰაერში თქვენი ცალტვინა ივანიშვილისა და კორუმირებული მთავრობის გამო ქოცისტანო

ანაკლიის პროექტის ჩაკეტვით ივანიშვილმა შეასრულა რუსული დავალება – აიძულა აზერბაიჯანი თავისი ნახშირწყალბადების ტრანზიტის ალტერნატიული გზები მოეძებნა.

პრობლემა გადაიჭრა რუსეთის უშუალო ჩარევით და თურქეთთან ვითარების დარეგულირებით.

მოგებულია ყველა საქართველოს გარდა.

აზერბაიჯანი – ტერიტორიის მეტად მცირე ნაწილის (ჩრდ. ღარაბაღი) დათმობის სანაცვლოდ მიიღო ნახიჭევანის კორიდორი,პირდაპირი ტერიტორიული წვდომით თურქეთთან. ამ კორიდორში აშენდება ნავთობისა და გაზის სადენები, საავტომობილო და რკინიგზის მაგისტრალები.

სომხეთმა – მეზობლის დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილი დათმო, ნაწილი შეინარჩუნა. შეიქმნა სახიფათო ტენდენცია რეალური მოსახლეობის პრინციპით ძალით საზღვრების გადახედვის, ანუ ჩნდება რეალური საფრთხე ჯავახეთში. ნახიჭევანის კორიდორიდან სომხეთი აუცილებლად მიიღებს ნახშირწყალბადების ტრანზიტის წილს.

თურქეთი – გაჭრა ფანჯარა აზიისკენ, ერდოღანის პანთურქული ამბიციების დაკმაყოფილების მთელი პოტენციური თაიგულით.

რუსეთი – სამუდამოდ დარჩა სომხეთში. მთლიანად გამოთიშა საქართველო ეკონომიკური პროექტებიდან, გააქრო მის მიმართ საქმიანი და გეოპრლიტიკური ინტერესი. შეიქმნა პლაცდარმი აქ ხანგრძლივი ყოფნისათვის.

საქართველო – როგორც იტყვიან ჩემი ფეხები. მისდამი დასავლეთის ინტერესი მხოლდ შესაძლებელია დარჩეს დემოკრატიის განვითარების კუთხით. ვაღიაროთ რომ ძალიან მჭლე ინტერესია, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ამერიკის ევროპული ვექტორი ისევ “ტრადიციული” დემოკრატიების მოქონვაზე გადავა, აღმოსავლეთის გაფართოების წახალისების ნაცვლად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას საქართველოსათვის ასე კაპიტალურად დედის მოტ@@@ისათვის. თაობებს დაამახსოვრა თავი.

სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო არგუმენტირებულ მსჯელობას. ოღონდ მხოლოდ ახალ პოლიტიკურ რუკაზე დაყრდნობით”-წერს ქართველი ემიგრანტი კანადაში ლალი ალავიძე.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება
შემდეგი სტატიავარშალომიძე ვაშაძის განცხადებაზე: ჩემი პოზიცია ურყევია, უარს ვამბობთ მანდატებზე