სამადაშვილი – ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა

„ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო“! – ზუსტად ამ პრინციპით რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს, – ეს განცხადება დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა და მათ შორის ემზადება იმისთვის, რომ თავი პოტენციური სანქციებისგან დაიცვას.

„ემზადება თუ არა იმისთვის, რომ როდესაც დასავლეთი მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, „ოფშირში” შენახული თანხები საქართველოში გადმოიტანოს და ეს ისე გააკეთოს, რომ მისგან გაღლეტილ ქართველ ხალხს ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ გადაუხადოს“, – მიმართა მომხსენებელს სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას წესით დღეს დატოვებს
შემდეგი სტატიაბორელი – ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ