“ოცნება” ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და საქართველო მიჰყავს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ – ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება, სადაც გასულ ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს.

ის X-ზე აზიარებს ნაცემი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფოტოს და წერს:

“აღშფოთებული ვარ, თბილისში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით. ეს არ არის სამართალდამცავი ორგანო. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და მიუძღვება საქართველოს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ..” – წერს ლექსმანი.

banner
წინა სტატიაშიდარახველიძე – პოლიციელის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაგერმანია და ევროკავშირი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები არიან მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის – ფიშერი