ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას წესით დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, არსებული ინფორმაციით, დღეს დატოვებს. ადვოკატის ცნობით, დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იგზავნება პენიტენციურ უწყებაში.

სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს თქვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე იგზავნება შესაბამისი დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც ლაზარე დატოვებს დაწესებულებას. დღის ბოლომდე, წესით, უნდა იყოს უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია. პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი იყო დარჩენილი ჩასაბარებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და უკვე ფაქტობრივად მზად არის დოკუმენტაცია და გადაიგზავნება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამბობს ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – მხოლოდ სულელს შეუძლია თქვას, რომ ეს კანონი კარგია, როცა ამ კანონის მოწინააღმდეგე მთელი მსოფლიოა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა