ბორელი – ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ Patriot-ები გვაქვს, ანტისარაკეტო სისიტემები გვაქვს. ჩვენ ისინი საწყობებიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც ისინი ყოველი შემთხვევისთვისაა განთავსებული და უკრაინაში გავგზავნოთ, სადაც ომი მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების გარეშე უკრაინის ელექტროსისტემა განადგურდება და ასევე, ევროპა მხოლოდ აშშ-ს არ უნდა დაეყრდნოს.

„ჩვენ მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და იმის თქმა, რომ „აშშ ამას გააკეთებს“ შევწყვიტოთ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ხელისუფლების სტრატეგია თუ არის, რომ აქციაზე შეკრებილები ახლა საქართველოს გულისთვის ორთქლს გამოუშვებენ და მეორეჯერ აღარ მოვლენ, ასე არ არის