“ფიქტიური პრეზიდენტის ფანტაზიები” – მათიკაშვილი ზურაბიშვილის განცხადებაზე

“ფიქტიური პრეზიდენტის ფანტაზიები” – საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გზიდან უკან გაბრუნებული მოცეკვავეების ამბის ვიკულუტურულ ბოლშევიზმად შეფასებამ “ოცნება” წყობიდან გამოიყვანა.

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ბოლშევიკურ დავალებას თავად ქალბატონი ზურაბიშვილი ასრულებს კონსტიტუციის უხეში დარღვევით.

“სალომე ზურაბიშვილის, ფიქტიური პრეზიდენტის ფანტაზიებზე მე ვერაფერს მოგახსენებთ. ეს ალბათ, მას უნდა სთხოვოთ განმარტება, მის ფანტაზიებში ვინ და რა მონაწილეობს ამ პროცესებში. რაც შეეხება ბოლშევიზმს, იმაზე მეტი ბოლშევიზმი, რაც საკუთარი ქვეყნის ძირითადი კანონის ასე ფეხქვეშ გათელვაა, მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რასაც ბრწყინვალედ ასრულებს ამ ბოლშევიკურ დავალებას ქალბატონი ზურაბიშვილი”, – ამბობს დავით მათიკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს.

banner
წინა სტატიაშიკეკელიძეზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც – გია ვოლსკი