ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ჩელე ყურუას.

ორი დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან.

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან. ასევე, 9 მაისს თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს.

აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე “შენი დილის” თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს