სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში, მესამე საარჩევნო უბანზე მივიდა. ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი  მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა და მე ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიტყაიის გამგებელი საარჩევნო უბანზე ნასვამი მივიდა და იგინებოდა (+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნება” მურთაზ ზოდელავას მიერ პლაკატის ჩამოხევას აპროტესტებს