,,ქართული ოცნება” მურთაზ ზოდელავას მიერ პლაკატის ჩამოხევას აპროტესტებს

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა პარტია “ქართულ ოცნებაში.” მამუკა მდინარაძემ ჟურნალსიტებს, ამ დროისთვის გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

“ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, ჯემალ ქიქავა ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობისკენ და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც. მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის N9-ე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება, დაველოდებით შედეგებს.

“მეორე შემთხვევა ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” წამომადგენელი, მურთაზ ზოდოლავა ხედავთ, რომ ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად უბნის გარეთ არის ეს განთვსებული და არჩევნების დღესაც, უბნის გარეთ არ იკრძალება აგიტაცია,”- აღნიშნა, მამუკა მდინარაძემ.

“მესამე, როგორც ნახეთ, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩვნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს. მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძლულია, მასმედიის საშუალებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება,”- განაცხადა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
შემდეგი სტატიაშსს მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება