სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მოსახლეობას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მან ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების თანასწორობაზე, მათ შორის, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

„პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი – ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინტეგრაცია დამოკიდებულია არა კანონებზე, არა ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის ახალი არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ
შემდეგი სტატიაფონდის ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის ანაზღაურებულია 254 000 ლარის ავიაბილეთების ღირებულება, გადახდილია ხელფასი და გაწეულია 83 000 ლარის სხვა ხარჯი