ფონდის ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის ანაზღაურებულია 254 000 ლარის ავიაბილეთების ღირებულება, გადახდილია ხელფასი და გაწეულია 83 000 ლარის სხვა ხარჯი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი.

როგორც „თაიმერს“ მთავარ პროკურატურაში, საკითხზე კომენტირებისას განუცხადეს, ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება,“ – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის რუსეთში გაემგზავრა და როგორც განაცხადა, 8 ოქტომბერს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მოსახლეობას ხვდება
შემდეგი სტატიაკომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირების ადვოკატი – საქმის მასალები ორი ტომარაა და დაახლოებით ას კილოს იწონის