სალომე ზურაბიშვილი : ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებში შეყვანის შესახებ არის სოლიდარობის ნიშანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინასთან წვდომის კუთხით

ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში. ეს არამხოლოდ შესაძლებლობაა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იმოგზაურონ, არამედ ევროპელებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, არის სოლიდარობის ნიშანი, რომელიც მომავალში საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი ვაქცინის წვდომის კუთხით.

„ვაქცინაზე წვდომა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი ნებისმიერი კამპანიის თვალსაზრისით, იქნება ეს საგარეო თუ შიდა, რომელიც მიზანმიმართულია მომავალი ვაქცინის დისკრედიტაციისა და ჯანდაცვის რეკომენდაციებზე. ვფიქრობ, ეს არის საერთო ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ. მინდა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და ჯანდაცვის სისტემას მადლობა გადავუხადო, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს წარმატება არ გახლავთ გამონაკლისი, რადგან საქართველო პიონერი იყო ჯანდაცვის სექტორში, ყოვლისმომცველი ჯანდაცვის თვალსაზრისით და პროგრამის თვალსაზრისით, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციას ეხება. ჩვენ გვაქვს ნაწილი ჯანდაცვის სისტემისა, რომელსაც კვლავ სჭირდება გაუმჯობესება და უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენ გვაშფოთებს მაგალითად ბავშვთა ონკოლოგია და ეს გახლავთ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩვენ სიფრთხილით უნდა ვიმოძრაოთ, ერთბაშად არ გავხსნით ყველა საზღვარს, სახმელეთო საზღვრებს არ ვხსნით რეგიონში არსებული სიტუაციის გამო და ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა, გეტყვით, რომ ჩვენ ეს ტესტი გავიარეთ
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : ზალკალიანს ხალხი სულელი ჰგონია – გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“