გიორგი კანდელაკი : ზალკალიანს ხალხი სულელი ჰგონია – გვეუბნება, „მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“

ბატონ ზალკალიანს ამდენი ხალხი, ვინც დისკრიმინაციული კარანტინის გამო, „გამწვანებული“ ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება, სულელი ჰგონია. ის გვეუბნება, “მე ტესტებით „ვიგულავებ“ და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბრიუსელიდან დაბრუნებულ დავით ზალკალიანს PCR ტესტირება ჩაუტარდა და კარანტინს არ გაივლის.

,,ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, მაგრამ თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის, მაშინ როცა ამ „გამწვანებული“ ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს არ ვთხოვთ? ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი?“ – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით ზალკალიანს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებში შეყვანის შესახებ არის სოლიდარობის ნიშანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინასთან წვდომის კუთხით
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ლუგარის ცენტრის ნებისმიერ დისკრედიტაციას წინ აღუდგეს