სალომე ზურაბიშვილი – „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა, გეტყვით, რომ ჩვენ ეს ტესტი გავიარეთ

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უნდა გავიაზროთ, რა ხდებოდა „კოვიდის“ კრიზისის ჩარჩოებში მთელს მსოფლიოში, ვიმყოფებით პოსტკოვიდის სამყაროში თუ უნდა ვიცხოვროთ „კოვიდთან“ ერთად, როგორც ზოგიერთი წინასწარ პროგნოზებს აკეთებს, დღეს შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ შუა ეტაპზე ვიმყოფებით. სწორი დროა, გაკვეთილების გამოსატანად. უნდა ველოდოთ, რა იქნება მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქორთიარდ მერიოტში“ განაცხადა, სადაც ანალიტიკური ორგანიზაციქ „ჯეოქეისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გახსნა

მისი თქმით, „კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის რთული გამოცდილება აღმოჩნდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჩვენ გავიარეთ აღნიშნული ტესტი“.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დისკუსიის ორგანიზატორებს.

„დიდი მადლობა „ჯეოქეისს“ აღნიშნული ინიციატივისთვის, ამ საუბრების, ამ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ჩემი აზრით, იქნება ძალზე სასარგებლო დისკუსიებისთვის, რომელიც შესაბამისია დღევანდელი საქართველოს შიდა ან საგარეო საქმეებისთვის, ურთიერთობებისთვის. გისურვებთ წარმატებას თქვენს ახალ ძალისხმევაში და​ ვფიქრობ, რომ ძალზე შესაბამისია ამ ეტაპზე პაუზა გავაკეთოთ იმისთვის, რათა გავიაზროთ, რა ხდებოდა „კოვიდის“ კრიზისის ჩარჩოებში მთელს მსოფლიოში, ვიმყოფებით პოსტკოვიდის სამყაროში თუ უნდა ვიცხოვროთ „კოვიდთან“ ერთად, როგორც ზოგიერთი წინასწარ პროგნოზებს აკეთებს, დღეს შეუძლებელია ამის თქმა, მაგრამ ნათელია, რომ ჩვენ შუა ეტაპზე ვიმყოფებით და სწორი დროა, გაკვეთილების გამოსატანად და ველოდოთ იმას, თუ რა იქნება მომავალში​“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა ნდობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, ეს პროცესი არ იმუშავებდა.

„კოვიდის“ კრიზისი საქართველოსთვის, როგორც ყველა სხვისთვის, რთული პერიოდი და რთული გამოცდილება აღმოჩნდა, მაგრამ მან ასევე შეგვამოწმა ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით. გეტყვით, რომ ჩვენ გავიარეთ აღნიშნული ტესტი. ამან გამოცადა ჩვენი ნდობა დემოკრატიის მიმართ და ჩვენ შევძელით გვემართა ის, რასაც ნდობის სამკუთხედს ვეძახი – მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური მთავრობა, პასუხისმგებლიანი საზოგადოება. საზოგადოებას რომ არ ჰქონოდა ნდობა მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, როდესაც ჩვენ ვეყრდნობოდით რჩევებს ჯანდაცვის სექტორიდან, ეს პროცესი არ იმუშავებდა. ამ სამკუთხედმა იმუშავა. ამიტომ შედეგებიც მივიღეთ, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, რომელსაც წარმატებას ვეძახით ბრჭყალებში, თუმცა არავინ არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ ასევე დავტესტეთ დემოკრატია და ნათელია, რომ ჩვენ მოვახერხეთ პროპორციული ზომების მიღება, პროპორციული ზომების განხორციელება და როგორც მრავალმა ქვეყანამ, ჩვენ გამოვიყენეთ სრული კარანტინი, რათა შეგვეზღუდა ეპიდემიის გავრცელება. საგანგებო მდგომარეობა შესაბამის დროს გაუქმდა და მთელმა სურათმა პოზიტიური შეფასება დახატა გარე სამყაროდან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის – ეს არის საკუთარი თავის ნდობა, საკუთარი შესაძლებლობების ნდობა რეაგირებაზე ასეთი საგანგებო სიტუაციების მიმართ. საქართველოს საზოგადოებისთვის წარსულში, მრავალი საუკუნეა და მრავალი წელია, მედეგობის ტესტი მიმდინარეობდა, უფრო უარეს სიტუაციებში, როგორც ამ საგანგებო სიტუაციაში. ჩვენ ვაფასებთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის” – ზურაბიშვილმა “ვაჟკაცობა” განმარტა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებში შეყვანის შესახებ არის სოლიდარობის ნიშანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინასთან წვდომის კუთხით