საკეისრო კვეთის დროს ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა.

კლინიკაში ამ ეტაპზე მომხდარზე არ საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდიდან შეიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ახლა უმთავრესი არის პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს საახალწლო საჩუქრები გადასცა