რუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ლიკა კვარაცხელიასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

თავშესაფრში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ მონაწილე დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის შექმნილი საახალწლო ხელნაკეთი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვთა თავშესაფარს ნაძვის ხე და საახალწლო ნობათი გადაეცა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუამ იზრუნა.

წინა სტატიაშისაკეისრო კვეთის დროს ორსული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: სააკაშვილის დეპრესიის მთავარი მიზეზი ფატალური შეცდომის გაცნობიერებაა