საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა

საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. სახლებში დაბრუნებამდე მათ ბოლო შემოწმება გაიარეს.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანას დაესწრო.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 41-ვე მოქალაქეს სახელმწიფო საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნებს.

საირმეს საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს
შემდეგი სტატიაგოჩა ლიპრატია კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს