გოჩა ლიპრატია კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს

შპს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის პოლიკლინიკის ხელმძღვანელი გოჩა ლიპრატია კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2612178032400521/?t=16

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისაირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა
შემდეგი სტატიაგალის რაიონის მკვიდრი საკარანტინო ზონაში მოათავსეს