ხაბეიშვილი: სუს-ის “ნასედკები” და საჯარო მოხელეები პენსიონერებს ქვებს ესვრიან

ქვებს ისვრიან. წარმოუდგენელია, ქვებით დასდევენ პენსიონერებს – ამას აკეთებენ სუს-ის „ნასეტკები“, საჯარო მოხელეები, „კაგებეშნიკი“ ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მოგზავნილები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მას, თანაპარტიელებთან ერთად პენსიონერებთან შეხვედრის დროს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ხალხთან. ორგანიზატორი არის გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსი; გომელაური – ეს რუსები არიან ორგანიზატორები, „კაგებეშნიკის“ ოჯახში აღზრდილი კობახიძე. მეტი არ იცის, მეტი ინსტრუქცია არ უსწავლებიათ კრემლიდან. რაც იცის, იმას აკეთებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში ენმ-ს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: თქვენ ახლა აქ ხედავთ პაპუასებს