საგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე, ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.

ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ პუნქტით და ამავე მუხლის „3“-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე სკანდალური მიმოწერის გასაჯაროებას გეგმავს
შემდეგი სტატიაჯონ კერი: რუსეთის ქმედებებმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია