ბაია გადაბაძე სკანდალური მიმოწერის გასაჯაროებას გეგმავს

ბაია გადაბაძე ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ მიმოწერას ორშაბათს გაასაჯაროებს. მისი თქმით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდება.

“ველოდები ორშაბათს რას იზამს საჯარო რეესტრი, დაარეგისტრირებს თუ არა ახალ დირექტორს. მე მაქვს ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა, რაც ახლა მიმდინარეობს “მაესტროში”. მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროებ, რადგან სხვა საშუალება, რომ დავამტკიცო და ცილისწამებებს ვუპასუხო, არ მექნება, – აღნიშნა გადაბაძემ.

გადაბაზე ასევე ითხოვს გასაჯაროვდეს იმ თანხის ოდენობა, რა ფასადაც გაყიდეს ებრალიძემ და ჩიკვაიძემ კუთვნილი წილები.
“აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს რამდენად და როგორ გაყიდა ეს ყველაფერი. მაკა ასათიანს ჩადებული აქვს ამ ყველაფერში 49 მილიონი ლარი. მას რომ ნდომოდა საკონტროლო პაკეტი 49 მილიონად, 49-ჯერ შეძლებდა ამის გაკეთებას. თუ ირაკლი რუხაძეს ქველმოქმედება უნდოდა, ამ თანხის მიცემა შეეძლო 25%-იანი წლის მფლობელი გიასთვის. მოეტანა ეს თანხა “მაესტროში” და ისე მომხდარიყო ფულის დაბანდება და არა ისე, რომ საკონტროლო პაკეტი შეეძინა”, – აღნიშნა გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი მიწისძვრა ტაივანში – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა