საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო პირადად ივანიშვილმა – მაჩალიკაშვილი

საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო პირადად ივანიშვილმა – განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც პარლამენტის მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩაგდება გამოეხმაურა

„მიზეზი მარტივია, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კი არა, ივანიშვილმა არ დაუჭირა ამას მხარი. „ევროპულ საქართველოს” და „ნაციონალურ მოძრაობას” მადლობას ვუხდი ინიციატივისთვის, მაგრამ ეს ივანიშვილმა დაბლოკა. მათ შეეშინდათ მცირეოდენი სიმართლისაც კი”,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

30 მომხრე- 3 წინააღმდეგი- პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისის შექმნას მხარი არ დაუჭირა. კომისიის შექმნის ინიციატივა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ორივე ქვეყანა იყოს გაბრწყინებული-დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია,,მეგონა, დახურულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშის მერე მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს აღარ დააყენებდნენ”