,,მეგონა, დახურულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშის მერე მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს აღარ დააყენებდნენ”

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 16:44

,,მეგონა, დახურულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშის მერე მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს აღარ დააყენებდნენ”

მეგონა, დახურულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშის მერე მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს აღარ დააყენებდნენ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„ძალიან გულახდილად გეტყვით, მართლა მეგონა, როდესაც ამ საკითხზე დახურული სხდომა გაიმართა, ამის შემდეგ ჩვენი ოპონენტები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ. მაგრამ ეს ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. დახურულ სხდომას სპეციალურად მივუთითებ – არის საკითხები, რომელიც დახურული ფორმატიდან გარეთ ვერ გამოდის. თუ შენ იცი, რომ დახურულ სხდომაზე გარკვეული ინფორმაცია იმიტომ მოისმინე, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება, აქაც ანტისახელმწიფოებრიობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთ საკითხებზე გარეთ ლაპარაკობ და მიუხედავად ამისა მაინც პოპულისტურად იყენებ შენი სუბიექტური მიზნების ასრულების და აღსრულებისთვის ეს არ მგონია, სწორი საქციელი იყო.

მეორე მხარეს ჩვენ ადამიანები გვყავს, რომლებსაც შვილი გარდაეცვალათ და ბუნებრივია, ამ ფაქტს უემოციოდ ვერც ჩვენ და ვერავინ ვერ ვუყურებთ. მაგრამ იმ დახურულ სხდომაზე რაც ჩვენმა ოპონენტებმა მოისმინეს, იმის შემდეგ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ასეთ რადიკალურ განცხადებებს აღარ უნდა აკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. პარლამენტში დღეს მიღებული გადაწყეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ „უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო“.

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 16:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics