საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი სასამართლოს წინაშე წარსდგება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი სასამართლოს წინაშე წარსდგება

122საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორი, კრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით წარსდგება – ეს გადაწყვეტილება დღეს საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო.

საფრანგეთის ეკონომიკის ექს-მინისტრი, წაყენებული ბრალდების გამო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
საქმე მრავალმილიონიან კომპენსაციას ეხება, რომელიც, ლაგარდის თანხმობით, მაშინ, როცა ის საფანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო, ბიზნესმენ ბერნარ ტაპის დაუმტკიცდა.
საკომპენსაციო თანხა 400 მილიონი ევროს შეადგენდა. მაშინ ბიზნესმენმა ყოფილი სახელმწიფო ბანკი CreditLyonnais, გერმანული Adidas-ის აქციების ყიდვისას მოტყუებაში დაადანაშაულა.
ლაგარდი წაყენებულ ბრალდებას ყოველთვის “აბსოლუტურად დაუსაბუთებელს” უწოდებდა. ის საფრანგეთის სპეციალური სასამართლოს წინაშე წასდგება, რომელიც სახელმწიფო მოხელეების გადაცდომებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: მზად ვართ სექტემბერში ექსპორტის წახალისების სააგენტო ავამუშავოთ
შემდეგი სტატიასავარაუდოდ 15 ადამიანი დაიღუპა მიუნჰენში სროლის შედეგად