დავით საგანელიძე: მზად ვართ სექტემბერში ექსპორტის წახალისების სააგენტო ავამუშავოთ

საპარტნიორო ფონდი მზადაა, რომ სექტემბრიდან ექსპორტის წახალისების სააგენტომ მუშაობა დაიწყოს, ამის შესახებ ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე აცხადებს. ახალი სააგენტო ექსპორტიორ ბიზნესებს ფინანსურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს და ის საპარტნიორო ფონდთან იქნება ინტერგრირებული.

დავით საგანელიძე ფონდის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს რამდენიმე მიმართულებით აქვთ პრობლემები, მათ შორისაა პროდუქციის გატანის დაზღვევა, უცხოელი პატრნიორების მოძიება, ტრანსპორტირება და ფინანსები. საგანელიზე ფიქრობს, რომ ექსპორტიორებს ამ პრობლემათა მოგვარებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

“პროგრამა გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მისი განხილვა ეკონომიკურ საბჭოზე და შემდგომ მთავრობაზე მოხდება. თუ მთავრობამ დაამტკიცა, ჩვენ მზად ვართ რომ სექტემბრიდან ამ სააგენტომ დაიწყოს მუშაობას. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, რათა მიიღოს პრაქტიკული დახმარება“, – ბიზნესკონტაქტთან საუბარში ამბობს საგანელიძე.

ექსპორტის წახალისების სააგენტოს შექმნის იდეა გიორგი კვირკაშვილს ეკუთვნის. სააგენტოს შექმნის ინიციატივა კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე წამოაყენა. პროექტის ფარგლებში ექსპორტიორი ბიზნესები სახელმწიფოსგან ფინანსურ რესურსს შეღავათიან ფასად მიიღებენ, რასაც სახელმწიფოს კუთვნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი – საპარტნიორო ფონდი დააფიანნსებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ავიადარტყმებს სირიაში 85 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი სასამართლოს წინაშე წარსდგება