
“თურქ მოკავშირებთან მჭიდრო კოორდინაციის შემდეგ, მათ გახსნეს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო თვითმფრინავებისთვის. შედეგად ანტიტერორისტულმა კოალიციამ თურქეთის ბაზებიდან საჰაერო ოპერაცია განაახლა”, – განაცხადა პიტერ კუკმა. ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინჯირლიკის ავიაბაზა კვლავ ენერგიის შიდა წყაროს გამოყენებით ფუნქციონირებს. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ბაზაზე მალე აღდგება.
















