საბერძნეთის ნაწილში შეზღუდვები მკაცრდება

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

საბერძნეთის ხელისუფლება ქვეყნის ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ათენსა და ქალაქ სალონიკში, შეზღუდვებს ამკაცრებს, – ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ახალი ზომები ითვალისწინებს გამკაცრებულ „კომენდანტის საათს“ შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყება. ამასთან, შაბათ-კვირას ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საცხობები. დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლას დაუბრუნდებიან. ახალი ზომები დღეიდან ამოქმედდება და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “სირცხვილია” დღეს დაგეგმილი აქციისთვის უკვე ემზადება
შემდეგი სტატიაბელგიამ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა