ბელგიამ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა

ბელგიაში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ბელგიამ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების 13 თებერვლიდან შემსუბუქდების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ განაცხადა. მისივე თქმით, სილამაზის სალონებს მუშაობის უფლება, მკაცრი პირობების დაცვით, 13 თებერვლიდან ექნებათ, კოსმეტოლოგები და ტატუს სპეციალისტები მომსახურებას 1 მარტიდან განაახლებენ, ბარები და რესტორნები კი, რომლებიც გასული წლის ოქტომბრიდან დახურულია, ჯერჯერობით არ იხსნება. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ზომების შემსუბუქების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ცნობისათვის, ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 721 432 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს დღემდე 21 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის ნაწილში შეზღუდვები მკაცრდება
შემდეგი სტატიააშშ რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას თვითნებურ და გაუმართლებელ ქმედებად აფასებს