“საბჭოს მიზანი პირველ რიგში არსებულ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაა”

ბელორუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტალანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტებმა გასულ კვირას სპეციალური შტაბი შემქნეს, რომლის მიზანიც ხელისუფლებასთან მმართველობის გადაცემაზე მოლაპარაკებების დაწყებაა.

“საბჭოს მიზანი პირველ რიგში არსებულ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ჩვენი პირველი პირობა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაა,” – განაცხადა ტიხანოვსკაიამ .

ოპოზიციის კანდიდატის განცხადებით, მთავარი ახალი არჩევნების ჩატარებაა, ხოლო როცა ეს მოხდება, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მისი ქმარი იქნება.

ბელორუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. 23 აგვისტოს დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მსვლელობა სახელწოდებით “ახალი ბელორუსის მარში” გამართეს. სახელმწიფო მედიამ კი გაავრცელა კადრები, რომელშიც ლუკაშენკოს ჯავშანჟილეტი აცვია და ხელში კალაშნიკოვი უჭირავს. ლუკაშენკო საპროტესტო აქციებს დასავლეთის მიერ ორკესტრირებულად მიიჩნევს და პირობას დებს, რომ ამ საქმეს მალე დაამთავრებს.

ლუკაშენკოს თქმით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ იქნება, ოპოზიციის მოწოდებებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების და გაფიცვების მიუხედავად.

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

banner
წინა სტატიაში“ნიკა მელია, ჯოჯოხეთს დაელოდე”-ბრეგაძე კენჭს გლდანის საარჩევნო ოლქში იყრის
შემდეგი სტატიასაწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს