საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს

თბილისში მდებარე საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საჭმელი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნინია მაჭარაშვილმა გაავრცელა, რომელიც მეგობრებთან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის საჭმელს აგროვებს.

მისივე ცნობით, კონკრეტულად ეს 20 ტომარა ძაღლის საჭმელი მეგობარმა მისცა და საწყობში ჰქონდათ შენახული. მაჭარაშვილი ამბობს, რომ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები არ არის, ადგილიც საკმაოდ რთულად საპოვნელია, შესაბამისად, არ აქვს იმედი, რომ პოლიცია დამნაშავის პოვნას შეძლებს, თუმცა სამართალდამცველებისთვის მიმართვას მაინც გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“საბჭოს მიზანი პირველ რიგში არსებულ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაა”
შემდეგი სტატიაშატილის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ