,,საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ, საპროტესტო აქციები დღესასწაულების შემდეგ განახლდება”

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ. ეს მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერების აქციებს თან ახლდა პროვოკაციები და შესაბამისად, აღნიშნული პროვოკაციებისგან დაცვის მექანიზმები იქნება გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 17 ოქტომბრიდან ყოველ კვირას ატარებენ საპროტესტო აქციებს. მათი მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს გადადგომაა.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში მიყვანილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიაგორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით რამდენიმე ბავშვი შეიყვანეს