ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში მიყვანილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

კვლავ კრიტიკულია 17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს. ხელვაჩაურში მცხოვრებ მოზარდს, ჭრილობები თავის და იღლიის არეში აქვს მიყენებული. ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანმა, თვითდაზიანებები სანადირო თოფით მიიყენა.

მოზარდი ბიძასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. სახლში ინციდენტის დროს არავინ იმყოფებოდა. რა გახდა თვითდაზიანებების მიყენების მიზეზი, მოზარდის ახლობლები არ საუბრობენ.

ოპერაცია ბათუმის საავადმყოფოში, 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდას მძიმე დაზიანებები აქვს, მას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა მოხვედრილი.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ, საპროტესტო აქციები დღესასწაულების შემდეგ განახლდება”