სააკაშვილი: ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნამდვილი პატრიოტები არიან”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2016 23:08

სააკაშვილი: ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნამდვილი პატრიოტები არიან”

მნიშვნელოვანი

  • ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნამდვილი "პატრიოტები არიან

სხვა სტატიები

სააოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ კანონი, რომელიც პირებს, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, უკრაინაში სამსახურის უფლებას არ აძლევს, გაუაზრებლად არის გაკეთებული.
“ვფიქრობ, რომ ახალი კანონის ეს პუნქტი საკმარისად არ არის გააზრებული, რაც უკრაინის სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის უფლებას არ მისცემს ბევრ კადრს, რომლებსაც სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ” – განაცხადა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნამდვილი “პატრიოტები არიან, რომელთაგან ბევრმა საკუთარი პროფესიულ კარიერაზე უარი განაცხადა უკრაინასთვის დახმარების სურვილის გამო”.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოდესის გუბერნატორის მოადგილემ, მარია გაიდარმა განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს პოსტი “ავტომაიდანის” და “ოდესის დაცვის” აქტივისტების ბრალდების გამო, რომელთა თქმითაც, სახელმწიფო მოხელეები რესტორანებში დადიან სამუშაო საათების მანძილზე და მოითხოვეს, რომ გაიდარმა პოსტი დატოვოს და უკრაინიდან წავიდეს. პრეტენზიები, ასევე ორმაგ მოქალაქეობას ეხებოდა.
4 მაისს პოსტიდან გადადგა სააკაშვილის კიდევ ერთი მოადგილე – ალექსანდრ ბოროვიკი. პრესასთან ბოროვიკმა განაცხადა, რომ უარს არ იტყვის გერმანიის მოქალაქეობაზე, რადგანაც “თავს ევროპელად თავლის და ყოველთვის ევროპაში იცხოვრებს”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 10, 2016 23:08

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics