,,ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს”

რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ, თამაზ მეჭიაურსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულ დაპირისპირების შესახებ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ისინი არ უპირისპირდებიან ინდივიდებს, არამედ აპროტესტებენ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, როგორსაც თამაზ მეჭიაური და სხვა დეპუტატებიც აკეთებენ.

“ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს. თუმცა, თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრემიერსაც შეხო და ვფიქრობ, ეს არ არის რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის არსებული პრობლემაა. პრობლემა არის პარტიასა და მის ლიდერებს შორის, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ და შიგნითაც ვერ გაურკვევიათ საკუთარი პოზიციები,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თანამშრომლები ნამდვილი პატრიოტები არიან”
შემდეგი სტატია(+ვიდეო) თოფაძის განცხადებით ძმებ ბერძენიშვილები აგონიაში არიან