სააკაშვილი პოროშენკოს პირადი ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს

კრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში, 90-იან წლებში არსებულ ვითარებას ჰგავს – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა “დონბასის რეინგტერგაციის შესახებ” კანონზე ტელეკომპანია “NEWS ONE”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონს, შენელებული მოქმედების ნაღმი და შიდა ოკუპაციის მცდელობას უწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო კანონის შემუშავებისას, პირადი ინტერესების გატარების მცდელობაშიც დაადანაშაულა.

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში, 90-იან წლებში არსებულ ვითარებას ჰგავს, როდესაც მას ჰყავდა ძალიან სუსტი, კორუმპირებული ხელისუფლება, შევარდნაძის მეთაურობით. მან რუსეთის ზეწოლის შედეგად, ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ფორმირებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მოაწერა ხელი. 2008 წელს კი, ჩვენ სწორედ ამ შეთანხმებების წინაშე ავღმოვაჩენდით. ეს იყო შენელებული მოქმედების ბომბი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წლების წინ ჩაუდო.

“დონბასის რეინტეგრაციის შესახებ” კანონის მიხედვით, ასევე ხდება ლეგალიზება იმ ადამინების, პირდაპირ მოსკოვის მიერ არიან დანიშნულები. უკრაინის შიგნით პოლიტიკური სუბიექტის სტატუსის მინიჭება, ეს შიდა ოკუპაციაა. თუ კი პოროშენკო ამ კანონს მიიღებს, ომი არასდროს დასრულდება, რადგან მას და თანამდებობის სხვა პირებს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოების პირდაპირი ფინანსური ინტერესი ექნებათ. ეს არ არის უბრალოდ მორიგი კანონი, ეს არის ბომბი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს
შემდეგი სტატიათუ დაემატება მესამე, მეხუთე ან სხვა რაოდენობის საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე – მდინარაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე