ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

“ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღო. დოკუმენტი დავით ხარშილაძეს გუშინ გადაეცა.

ელისო კილაძის განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართლადამცველებმა ჩაუდეს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ „ქრონიკა პლუსის“ წინააღმდეგ.

განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ელისო კილაძე სასამართლოს გიორგი მღებრიშვილისა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელებით მიმართავს.

“შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ისევე, როგორც მთელი განყოფილება და აქ დადასტურებულია, რომ მთელი განყოფილება იმყოფებოდა ჩემი შვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაზე, ყველა მათგანი უნდა იქნას დასჯილი,” – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მივა, თუმცა გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს
შემდეგი სტატიასააკაშვილი პოროშენკოს პირადი ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს