სააკაშვილი: არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი უფლება, ვიყო ჩემს ქვეყანაში

gulis eleqsiri

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დღეს დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე შარლ მიშელის შეთანხმება განიხილეს.

“ახლა იყო მსჯელობა, როგორ ჩავიდე ისე, რომ ეს მოემსახუროს მიზანს, საქართველოში განმტკიცდეს დემოკრატია და ევროკავშირის ხელშეკრულება ბოლომდე იქნას შესრულებული და დაცული. ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი, საქართველს არსებული ხელისუფლებისადმი ნდობის თაობაზე.

საერთოდ არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი უფლება, ვიყო ჩემს ქვეყანაში, ჩემ ხალხთან, საუბარი იყო, ტაქტიკურად როგორ სჯობს. მე რა, თქმა უნდა, მივიღებ ჩემ გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში. ჩემი გადაწყვეტილება მე მაქვს მიღებული, რომ ამ არჩევნებზე მე ჩავალ, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ვიბრძვით ბოლომდე, ჩემი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ არ მივცეთ საშუალება გამოვიდნენ ევროკავშირის ხელშეკრულებიდან. ეს ხელშეკრულება არის ძალაში. ის ლაპარაკი, რომ ერთმა მხარემ თქვა რომ გავედით, აქ მიუღებელია, ეს დოკუმენტი ძალაშია და მას შემდეგ რაც ისინი მიიღებენ 43%-ზე ნაკლებს, ამის შემდეგ ევროპა ბოლომდე მიაწვება, რომ მათ დანიშნონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მთავარი არსი ამ შეხვედრის არის ეს.

რატომ იძახიან, რომ მაინც არ დავუნიშნავთ 1%-რომ მივიღოთო, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, დღეს აქ მითხრეს, რომ ამ შედეგის მიხედვით, ბოლომდე მოხდება ზეწოლა, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიაშიგვარამია მდინარაძეს: ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო?
შემდეგი სტატიამდინარაძე: ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე, ზოგადად, პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება?