გვარამია მდინარაძეს: ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო?

“ზუსტად 2 საათზე ვიყავი ჩართვაზე ანუნა ახალაიასთან. სტუდიაში იყვნენ ინგა გრიგოლია და ვახო სანაია. ეთერში მოვყევი, რაზე მსჯელობდა გუშინ ქართული ოცნება: ამ საშინელ ვითარებაში, რომელშიც ჩავარდნენ, საინფორმაციო გადაფარვის შესაძლებლობად განიხილეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ანონიმური წყაროს მეშვეობით. ზუსტად ერთ საათში ამას მოყვა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომლითაც ეს დაატასტურა, ოღონდ იქვე დააყოლა, რომ ამას ოპოზიცია იზამს უცხოეთში.

მამუკა მდინარაძე, ამ ბოდვაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფრის მომსმენ, გადამღებ, გამომქვეყნებელი ვინაა ამ ქვეყანაში შენ ყველამ იცის. უკრაინული ვიკილიქსების და ჰაკიმ ფაშებიც ყველას ახსოვს. მაგ სისულელეებს, ჯობია ის გვითხარი, ვის დროს გადაღებულ კადრებზე ლაპარაკობ? ხომ არ გამომრჩა და ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო? თუ ეგეც სააკაშვილმა გადაიღო ჭოგრიტით კიევიდანო, ეგ თქვი და გამომრჩა? იქნებ ახალი ბრიფინგით ჩააზუსტო, – წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი: ტოტალური კონტროლის მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი უფლება, ვიყო ჩემს ქვეყანაში