რვა წლის ვიდეობლოგერმა YouTube -ზე 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ვიდეო)

 

8 წლის ამერიკელმა ბიჭმა, რომელიც YouTube -ზე სათამაშოების მიმოხილვას ყოველდღე დებს, გასულ წელს 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ვიდეოჰოსტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერი გახდა. Forbes-ის შეფასებით, რაიანმა და მისმა არხმა Ryan ToysReview “იუთუბის” ადრინდელ ლიდერს ჯეიკ პოლს 500 ათასით გაუსწრო. მესამე ადგილზეა არხი Dude Perfect, რომელმაც წელიწადში 20 მილიონი დონარი გამოიმუშავა.

რაიანის მშობლები ვიდეობლოგს თითქმის ყოველდღე ანთავსებენ. ტელეარხ NBC-ს შეკითხვაზე, თუ რატომ უყვართ რაიანის არხი ბავშვებს, 8 წლის ბლოგერმა უპასუხა: “იმიტომ, რომ მე ასეთი მხიარული და სასაცილო ვარ”. 2015 წლიდან რაიანის ვიდეოები სულ 26 მილიარდმა ადამიანმა ნახა.
აგვისტოში ამერიკულმა სუპერმარკეტების ქსელმა Walmart ბავშვებისთვის ახალი ბრენდი Ryan’s World (რაიანის სამყარო) ჩაუშვა. როგორც “ფორბსი” წერს, სათამაშოები თაროებიდან ელვის სისწრაფით ქრება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში “ყვითელი პროტესტის” შემდეგ საწვავზე ფასები გაყინეს
შემდეგი სტატიაიტალიაში “კოზა ნოსტრას” სავარაუდო ხელმძღვანელი დააკავეს