იტალიაში “კოზა ნოსტრას” სავარაუდო ხელმძღვანელი დააკავეს

 

იტალიის პოლიციამ სამშაბათს პალერმოში რეიდების დროს სიცილიური მაფია “კოზა ნოსტრას” 45 წევრი დააკავა, მათ შორის, დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელი, 80 წლის სეტიმო მინეოა. იტალიის მედია მას სალვატორ რიინის მემკვიდრედ ასახელებს, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ციხეში გარდაიცვალა. მაისში გავრცელდა, რომ მინეო მაფიის “ნათლიმამად” მაისში ლიდერების შეკრებაზე აირჩიეს – “ბიბისი” წერს.

დაკავებულებს ბრალი გამოძალვაში, იარაღის უკანონო ტარებასა და სხვა დანაშაულებში ედებათ.

“კოზა ნოსტრა” დიდი ხანი განიცდიდა პრობლემებს იმის გამო, რომ მათი ლიდერი ციხეში იყო. მაგრამ როცა ის გარდაიცვალა, მაფიაში ძალაუფლების გადანაწილება მოხდა. “კოზა ნოსტრა” გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშირვა წლის ვიდეობლოგერმა YouTube -ზე 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსების შესვლაზე აკრძალვა არ არის