რუსულმა სუ-27-მა აშშ-ს სამხედრო ძალების მზვერავი თვითმფრინავი “დაიჭირა”

რუსულმა სუ-27-მა აშშ-ს სამხედრო ძალების მზვერავი თვითმფრინავი დაიჭირა

რუსულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა აშშ-ს სამხედრო ძალების მზვერავი-თვითმფრინავი RC-135 ბალტიის ზღვის თავზე “დაიჭირა” – ამის შეასხებ აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპის წარმომადგენლობის მეთაურმა, დენი ერნანდსმა ამერიკულ მედიას დღეს განუცხადა.
„14 აპრილს აშშ-ს სამხედრო ძალების თვითმფრინავი RC-135, რომელიც ბალტიის ზღვაზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ბალტიის ზღვის თავზე გეგმიურ ფრენას ანხორციელებდა, რუსულმა სუ-27-მა არაპროფესიონალურად და არა უსაფრთხო ფორმით დაიჭირა“ – Fox News-ი ერნანდესის გამოსვლის ციტირებს.
მისი თქმით, თვითმფრინავი ასევე არაწესიერ და აგრესიულ მავენრებს აკეთებდა.
„ერთი პილოტის არაპროფესიონალურმა და საშიშმა მოქმედებამ ქვეყნებს შორის, შესაძლებელია, კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს“ – განაცხადა ერნანდესმა.
რუსულმა მხარემ, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი მხრიდან, ყველა ფრენა მკაცრად საერთაშორისო ნორმების დაცვის მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი “აუდიტორია 115”-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვდება
შემდეგი სტატიასისხლიანი „რაზბორკები“ სოხუმში