სისხლიანი „რაზბორკები“ სოხუმში

აფეთქება სოხუმის ცენტრშისისხლიანი „რაზბორკები“ სოხუმში 

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დიდი გნიასია. ყოველ შემთხვევაში, როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირება პიკს უახლოვდება და საქმე, შესაძლოა, სისხლიან გარჩევებამდეც მივიდეს. პრინციპში, „სისხლიანი რაზბორკები“ უკვე დაწყებულია და ამას 16 აპრილს მომხდარი კრიმინალური ფაქტიც მოწმობს: ამ დღეს სოხუმში, ე.წ. აფხაზური პარლამენტის დეპუტატის, ალმას ჯოპუას სამსახურებრივი ავტომობილიაფეთქეს.

 

როგორც “თაიმერს” აფხაზურმა წყარომ აცნობა, ჯოპუა ადგილობრივ პარლამენტში ე.წ. თურქულ კლანს მფარველობს, რომელიც არალეგალურად შემოსულ თანხებს აკონტროლებს.

„ჯოპუა რამდენჯერმე გაფრთხილეს, რომ იმ ბიზნესისგან, რომელსაც ე.წ. სომხური ლობი ჰყავს, თავი შორს დაეჭირა, თუმცა როგორც ჩანს, „დეპუტატმა“ გაფრთხილება არაფრად ჩააგდო. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ მისი მანქანის აფეთქება ამ გაფრთხილების გაგრძელება იყოს,“ – აცხადებს „თაიმერის“ წყარო.

ამასთან, ჩვენი წყაროს მონაცემებით, დღეს აფხაზეთში, მარტო რუსული კი არა, რადენიმე სხვა ქვეყანის  ათეულობით კომპანიაც საქმიანობს. ამ მხრივ, როგორც წყარო ამბობს, აღსანიშნავია თურქული, ინდური, იტალიური, ავსტრალიური, ჩინური, ტაილანდური და სხვა უცხოური კომპანიები.

„ყველა ეს კომპანია სოხუმში ბიზნესს საქართველოსა და სსაკუთარი ქვეყნების ხელისუფლებების გვერდის ავლით აწარმოებენ. ამას ისიც მოწმობ, რომ კომპანიები, აფხაზების მოთხოვნის მიუხედავად, სოხუმში საკუთარ წარმომადგენლობებს ოფიციალურად არ ხსნიან, რადგან ასე რომ მოიქცნენ, საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩააყენონ, რაც არ აწყობთ,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

„თაიმერმა“, თავისთავად ცხადია, წყაროს კითხა, რატომ არ აწყობთ უცხოურ კომპანიებს საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დამყარება, რაზეც ჩვენმა მოსაუბრემ ასე გვიპასუხა:

„ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს და აქედან გამომდინარე, იტალიურმა, ან სულაც, თურქულმა კომპანიამ სოხუმში თავისი წარომადგენლობა რომ გახსნას, ეს ხომ ჩვეულებრივი საერთაშორისო სკანდალი იქნება. მეორეც, ფარული, ანუ არაოფიციალური მუშაობა ნებისმიერი კომპანიისთვის უფრო მომგებიანი და სარფიანია. არ გამოვრიცხავ, რომ აქ საქმე შეიძლება, ფუის გათეთრებასა და სხვა ფინანსურ მაქინაციებთანაც გვქონდეს. ამ ეჭვს ისიც მიძლიერებს, რომ ეს კომპანიები, როგორც მე გავიგე რუსეთის და თურქეთის პორტებს იყენებენ.“

„თაიმერს“ ისიც უთხრეს, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის, რუსულიც და თურქულიც, ძირითადად, ხე-ტყის ბიზნესით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან, კერძოდ კი, აიბგას მთიდან შავი მარმარილოს გატანა.

რუსი და თურქი ბიზნესმენები ტურიზმით კუთხითაც აქტიურობენ და, როგორც წყარო ამბობს, მათ გაგრაში არაერთი სასტუმრო აქვთ გახსნილი.

სხვთა შორის, საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მოქმედებს, რომლის ძალითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა აკრძალულია. აღნიშნული კანონი, ასევე, კრძალავს საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლასა და საერთაშორისო საგზაო-სატრანსპორტო გადაზიდვებს. ამავე კანონით, აკრძალულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა და ფულადი გადარიცხვები.

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, აფხაზეთში კონტრაბანდა ყვავის და მისი წლიური სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს აღწევს. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ნარკოვაჭრობაც ძალიან მომგებიანი ბიზნესია.

„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰეროინის ორი მინისაამქრო ფუნქციონირებს, რომელსაც ნედლეული თურქეთიდან მიეწოდება. ვინც ამ თემაში ერკვევა, მისთვის ტერმინები – გალის ოპიუმი“ და „გალის ჰეროინი“ უცხო არ უნდა იყოს. სხვათა შორის, თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ აფხაზეთიდან ნარკოტიკი ოფიციალური თბილისისგან კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს სხვა რეგიონებში ხვდებოდა და ამ ნარკოტრასას პოლიცა „კრიშავდა“, – ეუბნება „თაიმერს“ წყარო.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, „თაიმერთან“ კონფიდენციალური საუბრის დროს ჩვენი წყარო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთს ემბარგო დაუწესა, თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერებაზე აფხაზ დეპუტატებს შორის სერიოზული დავა დაიწყო, რასაც არაერთი სკანდალი მოჰყვა.

„ისიც ვიცი, რომ ერთმანეთს ერიოზულად დაეტაკნენ სოხუმის თუქულდა სომხურკლანები. ზოგადად, სოხუმში თურქული გავლენები ძლიერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხური ლობიც სერიოზული გავლენით სარგებლობს,“ – ამბობს ჩვენი წყარო, რომლის ნათქვამსაც ადგილობრივი ჟურნალისტი ვასილი გერაშენკოც ადასტურებს. ჟურნალისტის ვერსიით, სწორედ სომხური ლობი ცდილობს იმ კანონის მიღებას, რომელიც უცხოელებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს. სხვათა შორის, ამ კანონზე აფხაზეთში  ვნებათაღელვა არაერთხელ ატყდა, მაგრამ კანონის მიღებისგან ყველა ე.წ. ხელისუფლებამ თავი შეიკავა. კანონის მიღებას მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ყველაფერს რუსები იყიდიან.

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, აფხაზეთში მცხოვრებ რუსებს ადგილობირვი სომხები სერიოზულად ავიწროვებენ.

ტყუილად ფიქრობენ, რომ აფხაზეთში არსებული მთელი უძრავი ქონება რუსების ხელში აღმოჩნდება. სომხურაფხაზური მაფია ისე ოსტატურად მოქმედებს, რომ მცხოვრებ რუსებს ბინებსა და სახლებს ართმევენ. ე,წ, სომხური ტექნოლოგიებით მარტივად შეიძლება მათი მშრალზე დატოვება, – წერს ჟურნალისტი გერაშენკო. მისივე თქმით, რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მინიმალური შანსი აქვთ და ეს მაშინ, როცა სომხები უკვე  შავი ზღვისპირეთის ასათვისებლად ემზადებიან.

კრასნოდარის მხარესა და მოსკოვში მცხოვრებ სომხებს ერთი სული აქვთ, როდის მიიღებენ კანონს უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, რათა შავ ზღვასთან ახლოს მოკალათდნენ, – ამბობს გერაშენკო.

მართალია, აფხაზური საზოგადოება ამ კანონის მიღებას, როგორც აღვნიშნეთ, ეწინააღმდეგება, მაგრამ გერაშენკოს განმარტებით, აფხაზეთის სომხური ლობის ჩარევით, ამ კანონის მიღება მაინც მოხდება და, გასაგები მიზეზების გამო, უძრავი ქონების პრივატიზებისას უპირატესობა რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭებათ. სომხებს კი, რუსეთის პასპორტები აქვთ და უძრავი ქონების შეძენა არ გაუჭირდებათ.

ბარამიანის ბატალიონის ყოფილი ხელმძღვანელი ტრაპიზონიანი და მისი მებრძოლები ძალიან შეეცადნენ და აფხაზეთიდან დაახლოებით 300.000 ქართველი განდევნეს. მათი საცხოვრებელი დღეისთვის მიტოვებულია. მათ კანონიერ მფლობელებსქართველებს ამ ქონების დაბრუნების შანსები არ აქვთ. ეს მიტოვებული სახლები დაექვემდებარება პრივატიზაციას, სწორედ ამ სახლების შეძენას აპირებენ რუსეთის მოქალაქე სომხები, – აღნიშნავს გერაშენკო.

 

მისივე განცხადებით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ეთნიკური აფხაზები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

 

banner
წინა სტატიაშირუსულმა სუ-27-მა აშშ-ს სამხედრო ძალების მზვერავი თვითმფრინავი “დაიჭირა”
შემდეგი სტატიაჯუმბერ კირვალიძე:”მომლოდინე თბილისის ფონზე, მოსკოვი განაგრძობს ანექსიისკენ სვლას”!